მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 სექტემბერი 2026, 19:21

აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.

„ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად ტყლაპი აქვს. აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება.

აფხაზეთი, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომლის გადაწყვეტა გადის რუსეთის იმპერიის დასუსტებაზე და სავარაუდო დაშლაზე. საკითხი, რომელიც დამოკიდებულია უკრაინის წარმატებებზე და დასავლეთის სიძლიერეზე და რა თქმა უნდა თვითონ საქართველოს ფორმაში ყოფნაზე.

ასე რომ მოეშვით მჩხიბაობას და დაინახეთ ფართო სურათი და აქვე მინდა გამოვთქვა ჩემი სამძიმარი გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ოჯახის მიმართ“, - წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
არქივი