ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 სექტემბერი 2026, 09:13

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.

მისი თქმით, სამართლებრივი არგუმენტების არარსებობიდან გამომდინარე, ღარიბაშვილმა თავიდანვე დააანონსა პოლიტიკური „ბრძოლა“, მაგრამ პროცესის და მასში ჩართული პირების ოდიოზურობამ, ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. შაქარიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ლაზარე ჯორბენაძის სულიერი ტრაგედიით და მისი გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება და ეს თემა ვერც ყოფილ პრემიერს დაიცავს, ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოადგება.

„მიზეზთა გამო თავს ვიკავებდი კომენტარისგან, სანამ სასოწარკვეთილი კაცის პირადი შურისძიების მცდელობა, ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში არ გადაიზარდა.

მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ახალი პარტიის მშენებლობის პროცესში ვარ, რომელმაც ქართულ პოლიტიკას შინაარსი უნდა დაუბრუნოს და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, ამიტომ გარკვეულ ეტაპამდე ეს ყველაფერი ჩემი ინტერესის მიღმა იყო. თანაც, პირადი ნაცნობობის და მორალურ-ეთიკური ფაქტორების გამო, ემოციურადაც რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის.

ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და უმნიშვნელოვანეს დროს ანდეს მას ქვეყნის მართვა, თანაც ხელმეორედ(!). მაგრამ ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე.

მართალია ღარიბაშვილმა სამართლებრივი არგუმენტების არარსებობიდან გამომდინარე თავშივე დააანონსა პოლიტიკური „ბრძოლა“, მაგრამ პროცესის და მასში ჩართული პირების ოდიოზურობამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა.

მორალს მიღმაა, ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო. ამ საწყალ კაცს, ვისაც ღარიბაშვილი ახსენებს, ბევრი თბილისელი იცნობდა, მას ხშირად ვხედავდით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მუდმივად სხვადასხვა ამპლუაში - ხან სასულიერო პირის,(ცხადია თვითნებურად) ხან პოლიტიკური აქტივისტის და ხანაც მოწყალების მთხოვნელის…

ასეთი ადამიანის სულიერი ტრაგედიით და მისი გარდაცვალებით სპეკულირება ცხადია ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად, უბრალოდ, დაიწერება თანამედროვე ქართული პოლიტიკის ისტორიის კიდევ ერთი სამარცხვინო თავი!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი