ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში - 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 სექტემბერი 2026, 16:28

„ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნანა ჟორჟოლიანს “სუნიან გოიმს” და “41 ნომერ კალოშს” უწოდებს და მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ-ნახვების სტატისტიკას აკრიტიკებს.

კერძოდ, ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ბოლო სამ თვეში ფეისბუქზე 62 მილიონი ნახვა აქვს “ფედერალისტების” ლიდერისგან განსხვავებით, რომელმაც ბოლო სამ თვეში 10 მილიონი ნახვა დააგროვა.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, “შიმერებში, ბარიატრიის ისტორიებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში” დაგროვებული ნახვები არ ითვლება პოლიტიკაში.

“ამ სუნიან გოიმს რომელიმე კეთილისმსურველმა (თუ ყავს ასეთი) აუხსენით, რომ შიმერებში, ბარიატრიის ისტორიებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში!

პოლიტიკურ ხედვაში აღებული ითვლება.

საკუთარი ადგილი რომ იცოდეს და 41 ნომერი კალოში არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა - ჩეტჯიპიტის მაინც დაელაპარაკებოდა თავზე ლაფის დასხმამდე,” - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
არქივი