გვარამია ნინო წილოსანს ემუქრება: ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება. ამას გპირდები. ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 სექტემბერი 2026, 10:06

„ახალი“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ყველა დეტალს გაასაჯაროებს.

გვარამიას თქმით, მას ზუსტი ინფორმაცია აქვს იმ პროცესების შესახებ, რაც მმართველ გუნდში ხდება და მოუწოდებს, დაოკდეს და დაუჯეროს, რადგან მისთვის ასე აჯობებს.

„ნინო, ძვირფასო, უკვე არც თუ ისე ძვირფასო, გულწრფელად მინდა გითხრა, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი, რომ მეტი არ დაგჭირდება. დარწმუნებული იყავი, დაჯდები და მოყვები უსასრულოდ, მამუკა მდინარაძით რომ დაიწყებ, ბოლომდე გახვალ. ამას გპირდები. მე დავჯდები და მოგისმენ თავიდან ბოლომდე, რაც გექნება მოსაყოლი და ძალიან ბევრი გაქვს მოსაყოლი, ეს ზუსტად ვიცი და ისე ყურმოკვრით და მოჩვენებით არა, ზუსტად ვიცი. ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს.“- განაცხადა გვარამიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი