ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 სექტემბერი 2026, 10:19

რადიკალური ჯგუფები (ოპოზიცია) და მათი გარეთა მფარველები ვერ იაზრებენ მთავარს: „ქართული ოცნების“ სიმტკიცე ცალკეული თანამდებობის პირების გვარებზე კი არ დგას, არამედ იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს. ყოფილი მაღალჩინოსნების წასვლით თუ ღალატით სისტემა კი არ სუსტდება, არამედ თვითწმენდის ბუნებრივ პროცესს გადის“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ილუზიაა, თითქოს გარედან ზეწოლით ან შიდა ინტრიგებით შესაძლებელია ქვეყანაში ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდება.

სადღობელაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მცდელობა, მოიძებნოს „ფარული ბერკეტი“ ან „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის.

„- რადიკალური ჯგუფები (ოპოზიცია) და მათი გარეთა მფარველები ვერ იაზრებენ მთავარს: „ქართული ოცნების“ სიმტკიცე ცალკეული თანამდებობის პირების გვარებზე კი არ დგას, არამედ იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს. ყოფილი მაღალჩინოსნების წასვლით თუ ღალატით სისტემა კი არ სუსტდება, არამედ თვითწმენდის ბუნებრივ პროცესს გადის.

- ილუზია იმისა, თითქოს გარე წნეხით ან შიდა ინტრიგებით შესაძლებელია ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება, მხოლოდ აცდენილია რეალობას. სანამ ოპოზიცია საკუთარი ხალხის ინტერესების ნაცვლად უცხოური ცენტრების დირექტივებით იმოქმედებს, მათ ნებისმიერ სცენარს იგივე ფინალი ექნება ანუ სრული პოლიტიკური გაკოტრება და ხალხისგან საბოლოო იზოლაცია.

- ამიტომ, ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს!“ - წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი