ასავალ/დასავალის ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს რომ ისაა ნამდვილი ცოლი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 სექტემბერი 2026, 14:00

გაზეთ ასავალ/დასავალის ჟურნალისტი, დომენტი ჩუბინიძე, Facebook live-ში უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მან, ისევე როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა და ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, არაფერი იციან.

ჩუბინიძე იხსენებს ლაზარე ჯორბენაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს დეტალებს და ასევე საუბრობს იმაზე, რომ გარდაცვლილ ჯორბენაძეს ჰყავს მეორე ცოლი - მზეონა ჟიჟილაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ სწორედ ის არის ლაზარე ჯორბენაძის „ჯვარდაწერილი“ მეუღლე და ერთად 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

„იცის თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ნიკა გვარამიამ და თაზუნი დათუნიშვილმა თუ დათუნი თაზუნიშვილმა, მაპატიოს ამ კაცმა, არ დავცინი, ნამდვილად მეშლება, სახელი რომელია, გვარი რომელია და გია ხუხაშვილმა და ვიღაც ვიღაცეებმა იციან თუ არა. რა უნდა იცოდეს, ვიკითხო, ან მე რა ვიცი, ძვირფასო მეგობრებო, ან ირაკლი ღარიბაშვილმა შეიძლება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და დარწმუნებული ვარ, უამრავი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ან ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა რა უნდა იცოდეს ეხლა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ. მე ვიცი ის, რაც მოხდა ფაქტი, რომ 26 იანვარს ჩავწერე ეს ინტერვიუ, 2 თებერვალს გამოქვეყნდა გაზეთ ასავალ/დასავალში და 4 აპრილს კაცი ლაზარე შაბათს მძიმე მარხვაში, კაცი, რომელიც იყო აღმსარებელი, წირავდა კარსნის ეკლესიაში, როგორც მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ხათუნა სირაძემ, მამცნო, WhatsApp-ის სატელეფონო ზარით, სახლში იპოვა ჩამომხრჩვალი და ჩამოხსნა მარტომ. ჩამომხრჩვალი კაცი, ქალმა. მაგრამ ზეგ ასავალ/დასავალში გამოქვეყნდება ლაზარე ჯორბენაძის სხვა მეუღლის, მეორე მეუღლის, ქალბატონი მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ის არის ჯვარდაწერილი მეუღლე და 25 წელიწადი ცხოვრობდნენ სიამტკბილობით“, - აცხადებს დომენტი ჩუბინიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი