დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 სექტემბერი 2026, 14:06

მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები, მიშას მხრიდან არ წყდება პოლიტიკური ველის ტალახში ამოსვრის მცდელობა. ამ ქმედებების შეფასებას აღარ გავაკეთებ. ყველასთვის ცხადია რომ უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკეთესს ვერ ისურვებდა ოლიგარქი, - წერს პარტია „ახალის“ წევრი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში.

ნებიერიძე წერს, რომ სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური ველის „ტალახში ამოსვრის მცდელობა“ არ წყდება, რაც, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკიდურესად საზიანოა.

„მიშას მხრიდან არ წყდება პოლიტიკური ველის ტალახში ამოსვრის მცდელობა. ამ ქმედებების შეფასებას აღარ გავაკეთებ. ყველასთვის ცხადია რომ უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკეთესს ვერ ისურვებდა ოლიგარქი. ყურადღება მისი მხარდამჭერების კომენტარებზე მინდა გავაკეთო, სადაც მიშას ამ პოსტების პასუხად გამოიკვეთა მთავარი სლოგანი: მიშას ადანაშაულებენ რომ ცუდად არჩევდა საკუთარი გუნდის წევრებს და ყველამ "უღალატა". ბატონებო, ამ კრიტერიუმებით თუ შეაფასებთ მიშას მოღვაწეობას, მაშინ გამოდის, რომ მასსა და ბიძინას შორის არანაირი განსხვავება არ არის. გადახედეთ ქოცების პოზიციებს. ისინიც იგივეს ჩივიან - ბიძინას არავინ გაუმართლა და ყველამ უღალატაო. მემგონი უკიდურესად ცუდი ფაქტია როდესაც იდენტური შეფასებები ხდება. ჰო და იქნებ დაფიქრდეთ და დასვათ კითხვა: იქნებ მათივე ბრალია ეს შედეგი? იქნებ მათივე მართვის სტილი იწვევს იმ შედეგებს, რომ მათთან ერთად ბრძოლის გაგრძელების მასურველთა რიცხვი კატასტროფულად მცირდება.“ - წერს ნებიერიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი