ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 სექტემბერი 2026, 15:34

„საქართველოს უსაფრთხოებით და მშვიდობით არა მარტო ქვეყნის, არამედ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებითა და სტაბილურობით დაინტერესებული იქნება როგორც საქართველო, ასევე ის ქვეყნები, რომლებიც ისარგებლებენ ამ მეტად საინტერესო სატრანსპორტო დერეფნით“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“ რატიფიცირების საკითხი.

ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.

„დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას. საქართველოს უსაფრთხოებით და მშვიდობით არა მარტო ქვეყნის, არამედ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებითა და სტაბილურობით დაინტერესებული იქნება როგორც საქართველო, ასევე ის ქვეყნები, რომლებიც ისარგებლებენ ამ მეტად საინტერესო სატრანსპორტო დერეფნით, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისათვის. ჩვენ ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში ახალი ეკონომიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ეკონომიკური რესურსების გადანაწილებისთვის.

ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ ეს არის სესხი, რომლის გადახდაც ქვეყანას 25 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოუწევს, თუმცა შესრულების ვადები გაცილებით ნაკლებია როგორც რკინიგზის, ასევე გზების მიმართულებით და ის გაცილებით ადრე დასრულდება. ეს რთული ინფრასტრუქტურული პროექტებია და თავისთავად ცხადია, რომ ეს პროექტები და კაპიტალდაბანდებები, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს არა მხოლოდ რკინიგზისა და გზების განვითარებას, არამედ მულტიპლიკაციური ეფექტის საშუალებით მთლიანად ეკონომიკაზე აისახება, რაც კიდევ უფრო გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებს. ეს თავისთავად გულისხმობს მეტ სოციალურ გარანტიას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ზოგადად, ქვეყნის განვითარებას.

თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ აისახება ეს პროექტები საქართველოს მომავალ განვითარებაზე, იმ ეკონომიკურ ჯაჭვზე, რომელზეც ეს პროექტები გავლენას მოახდენენ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ექსპორტზე, იმპორტზე, სხვა მონათესავე, იმავე ჯანდაცვის, განათლების, ტურიზმისა და ა.შ. დარგების განვითარებაზე? მე დარწმუნებული ვარ, ასეთი მსხვილი ეკონომიკური პროექტები დადებითად აისახება განვითარებაზე და სამინისტროში თუ გაქვთ რაიმე გათვლა ამასთან დაკავშირებით გაკეთებული“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გიორგი კაკაურიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კეთდება გათვლები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდება სახელმწიფო ინვესტიციების ფარგლებში და რა ეფექტის მომტანი იქნება პროექტი.

მისი თქმით, პროექტი რკინიგზაზე ახალი ინფრასტრუქტურის გაკეთებას არ ითვალისწინებს და ეს არის ჩანაცვლების პროექტი. გზების შემთხვევაში კი, მისი თქმით, მოსალოდნელია გაცილებით დიდი ეფექტი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი