ელენე ბენიძე: 6 წელია, ვმუშაობ ტელეკომპანია „ფორმულაში“ და ამ 6 წლიდან, ალბათ, მხოლოდ 2 წელი თუ იყო ფინანსურად სტაბილური. ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი. თანამშრომელს ვალდებულად თვლიან, ემსახუროს კომპანიას მაშინაც კი, როცა ამისთვის ანაზღაურებას არ იღებს - აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 სექტემბერი 2026, 19:44

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ელენე ბენიძე აპირებს, ანაზღაურების გადაუხდელობის გამო ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივლოს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი.

„ძალიან რთულია ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა, თუმცა, როცა ყველანაირ წითელ ხაზს კვეთენ, სრულიად უგულებელგყოფენ და პასუხის ღირსადაც არ გთვლიან, სრულად გამართლებულად მიმაჩნია, ასე საჯაროდ საუბარი.

მოგეხსენებათ, უკვე 6 წელია ვმუშაობ ტელეკომპანია „ფორმულაში“ და ამ 6 წლიდან, ალბათ, მხოლოდ 2 წელი თუ იყო ფინანსურად სტაბილური. მას შემდეგ კი, რამდენი ხანია, მუდმივად გვესმის, რომ კომპანიაში ფინანსური კრიზისია, ხელფასები არ გაიცემა, როდის რა ჩაირიცხება ან საერთოდ ჩაირიცხება თუ არა - არავინ იცის.

ამ ყველაფერს გაგებით უნდა მოეკიდო, რადგან, როგორც გეუბნებიან, ეს შენი არჩევანია - სხვა შემთხვევაში უნდა შეწყვიტო შენი საქმის კეთება, დაწერო განცხადება და წახვიდე.

ბოლო ერთი წელია, განსაკუთრებით მძიმე ფინანსური კრიზისია. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი კონკრეტული გადაცემისთვის - „ბიზნესი დღეს“, რომელსაც სპონსორებისგან სრულად მოჰქონდა საკუთარი გადაცემის დასაფინანსებლად საჭირო თანხა, ხელფასები მაინც არ გაიცემოდა. მიზეზი ისევ იგივე იყო - ფინანსური კრიზისი და ის, რომ შემოსული თანხები სხვა გადასახადების დასაფარად უნდა მიმართულიყო.

ამასობაში მომიწია დეკრეტში გასვლა.

ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ დეკრეტში გასვლამდე თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ისე ვიმუშავე, რომ, ფაქტობრივად, მე მჭირდებოდა თანხის დახარჯვა იმისთვის, რომ სამსახურში სრულფასოვნად მემუშავა.

დადგა ოთხთვიანი ფასიანი დეკრეტული შვებულების დროც. თუმცა, მას შემდეგაც, რაც უკვე არაერთი თვე გავიდა, მხოლოდ ორჯერ ჩამერიცხა თანხა. ის პერიოდი კი, როცა ორსულად ვმუშაობდი და რომლის ანაზღაურებაც დღემდე არ მიმიღია, ამ დროის მონაცემებით, გაყინულ თვეებად ითვლება.

პოსტს თან ვურთავ ყველა იმ სქრინს, სადაც ჩანს, რამდენჯერ მივმართე თხოვნით კომპანიის დირექტორს, მიშა მშვილდაძეს, რომ თუნდაც ერთი თვის ანაზღაურება მაინც ჩაერიცხათ ჩემთვის, როგორც დეკრეტში მყოფი თანამშრომლისთვის. არაერთხელ ავუხსენი, რომ მაქვს საჭიროებები და მჭირდება ჩემი კუთვნილი ანაზღაურება.

პასუხს ხედავთ სადმე?
- ვერსად.

იმიტომ, რომ ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი. თანამშრომელს ვალდებულად თვლიან, ემსახუროს კომპანიას მაშინაც კი, როცა ამისთვის ანაზღაურებას არ იღებს. შენი ვალდებულებები - მათ შორის საბანკო ვალდებულებები - არავის აინტერესებს.

რადგან 18 სექტემბერს სრულდება ჩემი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, ეიჩარს წინასწარ ვაცნობე, რომ სამსახურში დაბრუნებას აღარ ვაპირებ და მინდოდა, ეს ყველაფერი მშვიდად და წყნარად დაგვესრულებინა - ყოველგვარი სასამართლო დავისა და სხვა თანმდევი პროცესების გარეშე.

პასუხად მივიღე, რომ საკითხს განიხილავდნენ და პასუხს მეტყოდნენ.

დღეს, დილიდან, ვცდილობ გავარკვიო, რაზე იმსჯელეს და რა გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, როგორც უკვე არაერთხელ მომხდარა, რამდენიმე საათიანი ხვეწნის შემდეგ ეიჩარი აბრუნებს აბსურდულ პასუხს. ამ პასუხზე ოდნავ მოგვიანებით დავწერ, როცა ჩემი ადვოკატი გაეცნობა ყველაფერს დეტალურად.

მე არ ვიცი, კიდევ რომელიმე კრიტიკულ მედიაში ხდება თუ არა მსგავსი რამ და აქვთ თუ არა თანამშრომლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ის, რაც აქ ხდება, არსად მინახავს და არც გამიგია.

ძალიან მიჭირს და მიმძიმს თითოეული ამ სიტყვის დაწერა, მაგრამ საკუთარი თანამშრომელი ისე არ უნდა გაამწარო, რომ საბოლოოდ აქამდე მიიყვანო.

ბევრი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, პასუხიც კი არ მიმიღია კითხვაზე - როდის და რა გზით მივიღებ ჩემს კუთვნილ თანხას, რომელიც არცთუ ისე მცირეა იმისთვის, რომ უბრალოდ ხელი ჩაიქნიო და აღარ მოითხოვო.

მოკლედ, აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში და ამ საქმეს ბოლომდე, ბოლომდე მივიყვან.

აქ ფინანსებზე მნიშვნელოვანი ჩემთვის სხვა რამეა: როცა შენი თანამშრომელი წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირნათლად შეასრულოს თავისი საქმე და გემსახუროს, მინიმუმ პასუხის ღირსად მაინც უნდა ჩათვალო.
პ.ს. კიდევ ბევრი დეტალია საინტერესო, მათ შორის, რა ბედი ეწია 2025 წლის საპენსიოს თანხებს. ამაზეც ოდნავ მოგვიანებით…“, - წერს ელენე ბენიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი