გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: უცხოური ძალების გათვლაა, დეზინფორმაციის კამპანია გაამწვავონ, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯის გადადგმა აიძულონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 სექტემბერი 2026, 21:21

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ საქართველოს მთავრობისთვის დაკისრებული ჯარიმის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება.

მისი განცხადებით, უცხოური ძალების მიზანია დეზინფორმაციის კამპანიის გამწვავება, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება აიძულონ.

„უცხოური ძალების გათვლაა, გაამწვავოს დეზინფორმაციის კამპანია, რათა სწრაფად აიძულოს ხელისუფლება, გადადგას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯი. სამწუხაროდ, მაშინ მოახერხეს ის, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიღებული იყო არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც ფინანსდებოდა გარედან. დღეს ჩვენ უნდა შევძლოთ და ის რეალობა, რაც ჩვენს ირგვლივაა, ბოლომდე დავიცვათ, რათა ნებისმიერი დეზინფორმაცია, რომელსაც ისევ ის უცხოური ძალა აფინანსებს, საზოგადოებაში არ გავრცელდეს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი