შალვა პაპუაშვილი: როცა ადამიანი ბრიუსელშიც იმავეს ამბობს, რასაც თბილისში, წმინდა ადგილის ზებუნებრივი ძალის რწმენას ბზარი უჩნდება: როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 სექტემბერი 2026, 20:44

ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, სექტანტების წარმოდგენით, "წმინდა ქალაქში" შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები. მისი თქმით, როგორც ჩანს, სექტის წარმოდგენით, ბრიუსელში შესვლისას საკუთარი აზრი შესასვლელშივე უნდა დატოვო.

„ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე.

პირველი შთაბეჭდილება უკვე შთამბეჭდავია: პასუხის გაცემის მცდელობისას სექტის წევრები თავადვე ადასტურებენ ტექსტში აღწერილ ნიშნებს. ამიტომ ამ გამოხმაურებებს პერიოდულად, კონკრეტული მაგალითებით დავუბრუნდები.

პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: „ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის“.

მათი წარმოდგენით, "წმინდა ქალაქში" შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები.

და როცა ადამიანი ბრიუსელშიც იმავეს ამბობს, რასაც თბილისში, წმინდა ადგილის ზებუნებრივი ძალის რწმენას ბზარი უჩნდება: როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?

სწორედ აქ იწყება ისტერია. დამოუკიდებელი განსჯის შენარჩუნება მათთვის მკრეხელობად იქცევა. ხოლო ის, რაც რწმენას ბზარს უჩენს, მყისიერად უნდა განიდევნოს. ვინც ქედს არ იხრის, სიტყვიერად ჩაიქოლოს.

როგორც ჩანს, სექტის წარმოდგენით, ბრიუსელში შესვლისას საკუთარი აზრი შესასვლელშივე უნდა დატოვო.

ფოტოზე: ქანდაკება ბელგიის ქალაქ ნამიურში - "უტოპიის ძიებაში“, - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი