დავით ქართველიშვილი: ირაკლი კობახიძემ გაეროს წინაშე იმ სახელმწიფოს პოზიციიდან ისაუბრა, რომელიც მსოფლიოს საკუთარ როლს ახალ რეგიონულ არქიტექტურაში სთავაზობს - ეს კი ცენტრალური როლია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 სექტემბერი 2026, 11:00

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მოდელზე მკაფიო განაცხადი გააკეთა - საქართველო არ აპირებს რომელიმე ერთი გეოპოლიტიკური ცენტრის დანამატად ქცევას.

„მთავარი, რასაც ველოდებოდი პრემიერის გამოსვლიდან ნიუ-იორკში, არის საუბარი გაეროს მაღალი ტრიბუნიდან საქართველოზე, არა როგორც მსხვერპლზე, არამედ ქვეყანაზე, რომელსაც აქვს პრეტენზიაც და პოტენციალიც, ცენტრალური რეგიონალური მოთამაშის როლი მოირგოს საკუთარ თავზე.

ირაკლი კობახიძის გამოსვლაში გაჟღერდა, რომ თბილისი ცდილობს, საქართველოს მიმართ საერთაშორისო საუბარი „სამხრეთ კავკასიის პრობლემური ქვეყნის“ კატეგორიიდან გადაიტანოს იმ ქვეყნის კატეგორიაში, რომელიც თავად არის რეგიონული პრობლემების გადაწყვეტის ნაწილი.

ოკუპაცია უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად არის დასახელებული, მაგრამ კობახიძის მიერ შემოთავაზებული პასუხი სამხედრო ესკალაცია კი არა, დიპლომატია, შერიგება და ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენაა.

და ამ ჩამონათვალში საქართველო საკუთარ უსაფრთხოებას მკაფიოდ აკავშირებს სწორედ რომ ეკონომიკურ გეოგრაფიასთან, სადაც დღის წესრიგში მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ არის - აქ არის ბოლო ხუთი წლის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები, სტრატეგიული პროექტები და საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერება.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უკვე კონკრეტულად საუბრობდა შუა დერეფანზე, შავ ზღვაზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, წყალქვეშა ელექტროკაბელზე, ანაკლიასა და მილსადენებზე.

ფორმულა მარტივია: რაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველო ევროპასა და აზიას შორის საქონლის, ენერგიის, ელექტროენერგიისა და ინვესტიციების გადაადგილებისთვის, მით უფრო მაღალი ხდება მისი სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ფასი.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო პრემიერის მიერ დეკლარირებული ფორმულა, რომ საქართველო მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან - თუკი ეს თანამშრომლობა თანასწორობასა და სუვერენიტეტის პატივისცემას ეფუძნება. ეს უკვე მხოლოდ დიპლომატიური რევერანსი აღარ არის. ეს არის საკმაოდ მკაფიო განაცხადი საგარეო პოლიტიკის მოდელზე: საქართველო არ აპირებს რომელიმე ერთი გეოპოლიტიკური ცენტრის დანამატად ქცევას. თავად ვიზიტის პრაქტიკაც ამ ხაზს ადასტურებს - კობახიძე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, და მათ შორის განიხილეს როგორც საერთაშორისო უსაფრთხოება, ისე ოკუპირებული ტერიტორიები და ჰუმანიტარული ვითარება.

ჩვენთვის ეს ყველაზე მტკივნეული საკითხი კი მთლიანად ჯდება განახლებული სამხრეთ კავკასიის ერთიან კონცეფციაში. თუ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირება მართლაც მდგრად მშვიდობაში გადაიზრდება და მორიგ დიპლომატიურ პროტოკოლად არ დარჩება, რეგიონმა შეიძლება ფუნქცია შეიცვალოს: კონფლიქტების სივრციდან - მარშრუტების სივრცედ გადაიქცეს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს საკითხი მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი აღარ იქნება. ის გახდება საკითხი იმისა, ვინ დააკავშირებს შავ ზღვას, სამხრეთ კავკასიას, კასპიის რეგიონსა და ევროპულ ბაზარს. და აქ საქართველოს მხოლოდ ლოზუნგი კი არა, რეალური გეოგრაფია, პორტები, რკინიგზა, ენერგეტიკული კომუნიკაციები და უკვე არსებული სატრანსპორტო დერეფნები უმაგრებენ ზურგს.

ამიტომ პრემიერის გამოსვლის მთავარი გზავნილი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ირაკლი კობახიძე გაეროს წინაშე ცდილობდა ესაუბრა არა იმ ქვეყნის პოზიციიდან, რომელიც მსოფლიოს სთხოვს, მის ნაცვლად მოაგვაროს მისი პრობლემები, არამედ იმ სახელმწიფოს პოზიციიდან, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს საკუთარ როლს ახალ რეგიონულ არქიტექტურაში - და ეს არის ცენტრალური როლი.

ოკუპაცია კვლავ ძირითად პრობლემად რჩება, მაგრამ მის გვერდით ჩნდება სხვა იდეაც: საქართველო იმდენად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს რეგიონული ვაჭრობისთვის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციებისთვის, რომ მისი სტაბილურობა მსოფლიოს საერთო ინტერესად იქცეს. ეს უკვე მხოლოდ იმაზე საუბარი აღარ არის, როგორ დავიბრუნოთ ტერიტორიები - ეს არის საუბარი იმაზე, როგორი საქართველო უნდა დახვდეს იმ მომენტს, როდესაც მათი მშვიდობიანი დაბრუნებისთვის რეალური ფანჯარა გაიხსნება. ეს ფანჯარა კი აუცილებლად გაიხსნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
არქივი