ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე: ისევ იგივე სურათი და კომბინაცია, ისევ იგივე სახეები და სახელები, იგივე გზავნილები, რომელთა შინაარსი ერთია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 სექტემბერი 2026, 19:43

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის გზავნილები კვლავ უცვლელია და მათი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ხელისუფლების შეცვლა თავად არ შეუძლიათ და ამისთვის უცხოელი პარტნიორების დახმარებას ითხოვენ.

ანალიტიკოსის შეფასებით, გრძელდება კოლექტიური ოპოზიციის ყოვლისმომცველი დეგრადაციის პროცესი და ეს სურათი ძალიან კარგად აღწერა შალვა პაპუაშვილმა თავის ცნობილ პოსტში, სადაც რუსთაველზე უწყვეტი აქციის მონაწილეთა ფსევდორელიგიურ სექტად ტრანსფორმაციის პროცესი აჩვენა.

„ისევ იგივე სურათი და კომბინაცია, ისევ იგივე სახეები და სახელები, იგივე გზავნილები, რომელთა შინაარსი ერთია - ჩვენ ადგილზე არაფერი შეგვიძლია და ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ შევცვალოთ ეს ხელისუფლებაო. აი სწორედ ამიტომ ვერ მიიღებენ ვერასდროს ხალხის მხარდაჭერას! საფრანგეთის პარლამენტს კიდევ ერთხელ ეახლა დახმარების სათხოვნელად პოლიტიკურად და მორალურად საქართველოში სრულიად გაკოტრებული სალომე ზურაბიშვილი და რაღაც მოსმენები მოახლაფორთა. თან იახლა ეკა გიგაური და სხვა აქაური უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც პირზე დუჟმორეული ითხოვდნენ სანქციებს ხელისუფლების მიმართ.

და მოხდა „საოცრება“ - ეკა გიგაურმა, რომლის ენჯეო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებდა, რომ მიშა სააკაშვილი არ შეიძლება განიხილებოდეს პოლიტპატიმრად, მოულოდნელად სააკაშვილი „პოლიტპატიმრის“ სტატუსით „დააჯილდოვა.“ ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც სააკაშვილმა ფეისბუქით მაგრად შეჯორა გიგაურიც და მისი კანტორაც. როგორ გაბედეთ და პოლიტპატიმრად არ მაღიარეთო. ისინიც დაფრთხნენ და აღიარეს....

გრძელდება კოლექტიური ოპოზიციის ყოვლისმომცველი დეგრადაციის პროცესი და ეს სურათი ძალიან კარგად აღწერა შალვა პაპუაშვილმა თავის ცნობილ ფბ-პოსტში, სადაც რუსთაველზე უწყვეტი აქციის მონაწილეთა ფსევდორელიგიურ სექტად ტრანსფორმაციის პროცესი აჩვენა. თუმცა, უცხოელი თუ ადგილობრივი დონორები და სპონსორები მაინც განაგრძობენ ამ განწირულ პროექტში ფულის ჩასხმას. ეხლა კი გავიგეთ, რომ თურმე ევროკავშირიდან ღებულობდა ფინანსურ მხარდაჭერას ყბადაღებული „ოლე-ოლას“ პროექტის ავტორი ვინმე „კორძი.“ ასე უნდათ მისი და სხვა მსგავსების სახით აქ ახალი კონტრელიტები და გმირები შექმნან სხვადასხვა სფეროებში და მერე ხალხს თავზე მოახვიონ.“ - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე
დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს
ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას
არქივი