ზაალ ანჯაფარიძე: ალან ბერსემ თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 სექტემბერი 2026, 15:35

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროსაბჭოში ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ვიზიტს და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებას ეხმაურება.

ანალიტიკოსის თქმით, სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე ბერსემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა, „სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა, მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით“.

მისივე შეფასებით, ბერსეს განცხადება ცალსახად მიუთითებს, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმირებას, მათ შორის იმისთვის, რომ ორგანიზაციამ, „დაინტერესებული ჯგუფებისა და მსგავსი ფსევდოენჯეოების ზეგავლენით“ საქართველოზე რეალობას აცდენილი გადაწყვეტილებები არ მიიღოს.

„უცხოური გავლენის აგენტებად მყარად ლუსტრირებული აქაური სამოქალაქო სექტორის რადიკალური ფრთა სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის დასმენისთვის მორიგ ტურში გაემგზავრა.

და იცით იქ რა მოხდა? ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ უთხრა, უთქვენოდაც კარგად ვიცით რაც ხდება რეალურად საქართველოში და შემდეგ, როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, „...შეხვედრაზე გამოიკვეთა სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა, მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით“.

ანუ, ცალსახად, თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმასო. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე
დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს
არქივი