ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობას“: მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1 ოქტომბერს სულ მარტოდ, როგორც „მეფე ლირი“, მისმა პარტიამ და დასაკავებლად გაწირა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 სექტემბერი 2026, 11:35

მინდა ვკითხო „ნაცმოძრაობას“ - მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი? როგორ შემოიპარა ქურდულად საქართველოში რევოლუციის მოსახდენად, როგორ გაფარჩაკდა და პირდაპირ ვირის აბანოში აღმოჩნდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.

ანჯაფარიძე გამოხატავს სურვილს „ნაცმოძრაობის“ 1 ოქტომბერს შეკრებასთან დაკავშირებით, რათა მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახონ თავიანთი რეალური სახე, რითაც მათ IRI-ს შემდეგ კვლევაში 5 %-ც აღარ ჰქონდეთ

„მინდა ვკითხო "ნაცმოძრაობას" - მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს?
თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი? როგორ შემოიპარა ქურდულად საქართველოში რევოლუციის მოსახდენად, როგორ გაფარჩაკდა და პირდაპირ ვირის აბანოში აღმოჩნდა.
იქნებ იმის აღნიშვნა გინდათ, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1 ოქტომბერს სულ მარტოდ, როგორც "მეფე ლირი," მისსავე პარტიამ და დასაკავებლად გაწირა. ჰკითხეთ თქვენს თავს,

სინდისი ხომ არ გქეჯნით ხანდახან? თუმცა ვინ მოგცათ ეს თვისება... იმის აღნიშვნა ხომ არ გინდათ, რა სამარცხვინო სიმულაცია - აგრავაციებს მიმართავდა თქვენი ბელადი ჯერ ციხეში, მერე პალატაში, თავს რომ იმკვდარუნებდა? და ა.შ. და ა.შ. სია შემიძლია გავაგრძელო.

მე პირადად ძალიან მინდა რომ შეიკრიბოთ და თქვენთვის საკრალური თარიღი აღნიშნოთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახოთ თქვენი სახე, რომ IRI--ს შემდგომ კვლევაში ის 5%-ც აღარ გქონდეთ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე
დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს
ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას
არქივი