დავით ჩიხელიძე: საფრანგეთმა, მოსწავლეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და მათი დაკავებით მსოფლიოს დემოკრატიის ახალი „სტანდარტი“ შესთავაზა - აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 სექტემბერი 2026, 12:25

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 440 ადამიანი დააკავა, საგულისხმოა, რომ მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულთა დაახლოებით ორი მესამედი პოლიციის პატიმრობაში რჩება, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოსწავლეები უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ სკოლებში არსებულ პრობლემებს, მასწავლებლების დეფიციტს, გადატვირთულ კლასებს, არასაკმარის რესურსებს, სასწავლო პირობების გაუარესებას და გადატვირთულ სასწავლო გრაფიკს.

მისივე თქმით, აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს.

„საფრანგეთმა, მოსწავლეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და მათი დაკავებით მსოფლიოს დემოკრატიის ახალი „სტანდარტი“ შესთავაზა.

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 440 ადამიანი დააკავა, საგულისხმოა, რომ მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულთა დაახლოებით ორი მესამედი პოლიციის პატიმრობაში რჩება, კარგად დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რა ხდება საფრანგეთში.

მოსწავლეები უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ სკოლებში არსებულ პრობლემებს, მასწავლებლების დეფიციტს, გადატვირთულ კლასებს, არასაკმარის რესურსებს, სასწავლო პირობების გაუარესებას და გადატვირთულ სასწავლო გრაფიკს. მათი მოთხოვნა არ არის რაღაც განსაკუთრებული მათ უბრალოდ ხარისხიანი განათლება და ნორმალური სასწავლო გარემო სურთ.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კი სწორედ ის არის, რომ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებს, განათლებაზე თანაბარი წვდომა და ღირსეული პირობები უზრუნველყოს.

მაგრამ როდესაც მოსწავლეები ამ პრობლემებზე პროტესტს გამოთქვამენ, საფრანგეთის ხელისუფლების პასუხი არის პოლიცია, ცრემლსადენი გაზი და დაკავებები, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავება.

რა თქმა უნდა, პროტესტის დროს ძალადობა, პოლიციაზე თავდასხმა ან ქონების განადგურება დანაშაულია და ეს ცალკე სამართლებრივი საკითხია, მაგრამ ვერ პასუხობს, მთავარ კითხვას. რატომ მივიდა საქმე იქამდე, რომ ქვეყანაში განათლების პრობლემებზე პროტესტის მონაწილე ბავშვების წინააღმდეგ პოლიციის ძალის გამოყენება გახდა საჭირო?

აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს. საფრანგეთის ხელისუფლებას ვურჩევ, საკუთარ ქვეყანაში მოუსმინონ მოქალაქეებს, უზრუნველყონ ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლება და შემდეგ ასწავლონ სხვებს დემოკრატია. რადგან დემოკრატია მხოლოდ სიტყვა და საერთაშორისო ტრიბუნიდან წაკითხული ლექცია არ არის. დემოკრატია პირველ რიგში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა საკუთარი მოქალაქეების წინაშე“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე
დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს
არქივი