სოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 10:13

გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც, - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს და თუ ვინმე დასასჯელი იქნება, მკაცრადაც დაისჯება.

„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც. პირადად მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, უნდობლობა გამოვუცხადო სახალხო დამცველის დასკვნას.

ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წელიწადში 140-150 პატიმარი კვდებოდა, ანუ ყოველ დღე-ნახევარში კვდებოდა ერთი პატიმარი. დღევანდელობას რომ შევადაროთ, ახლა არის ორ ათეულზე ცოტა ნაკლები პატიმრის გარდაცვალება წელიწადში. აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ პენიტენციურ სისტემას შორის.

მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც თავს შევიკავებ დასკვნისგან. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახალხო დამცველი დავითაძეზე: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, ოღონდ ერთი რამ არ გაგვიკეთებია - არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა და ეს სიმართლე ვიღაცებისთვის უბრალოდ მიუღებელი აღმოჩნდა
მაკა ბოჭორიშვილი: გეოგრაფიული თუ პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში, მათ შორის „ტრამპის გზის“ პროექტის კონტექსტშიც
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა?
ტომაშ ფროლიხი - საქართველო ჩვენს პარტნიორად, აზიისკენ მიმავალ ხიდად უნდა აღვიქვათ - საქართველოსთან დაპირისპირება ჩვენს ინტერესებში არ შედის
მარკო რუბიო – ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო
არქივი