პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 10:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში ნაცნობის კუთვნილი ავტომობილის გასაღებსა და საფულეს ფარულად დაეუფლა. მოგვიანებით მან ავტოსადგომიდან აღნიშნული ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაიყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულმა ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, ავტომობილი ადგილზე მიატოვა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი და საფულე ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს ციმბირში, შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაეხმარება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობის ფასების ზრდის მიზეზი არა ირანთან ომი, არამედ უკრაინის დარტყმებია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე
რუსული სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა და 59 დაშავდა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
პაატა სალია – გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით
არქივი