მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 16:23

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

ამის შესახებ მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადეს. ამასთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა გური ჟვანიამ.

მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძის ამ განცხადების შემდეგ სასამართლო სხდომა გადაიდო და 13 ოქტომბერს განახლდება.

მურთაზ ზოდელევას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიმდინარე წლის 7 მაისს მიუსაჯა.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

მურთაზ ზოდელავას პროკურატურამ აგრეთვე ბრალი წარუდგინა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც  საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად). ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

გური ჟვანიას კი, სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახალხო დამცველი დავითაძეზე: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, ოღონდ ერთი რამ არ გაგვიკეთებია - არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა და ეს სიმართლე ვიღაცებისთვის უბრალოდ მიუღებელი აღმოჩნდა
მაკა ბოჭორიშვილი: გეოგრაფიული თუ პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში, მათ შორის „ტრამპის გზის“ პროექტის კონტექსტშიც
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა?
ტომაშ ფროლიხი - საქართველო ჩვენს პარტნიორად, აზიისკენ მიმავალ ხიდად უნდა აღვიქვათ - საქართველოსთან დაპირისპირება ჩვენს ინტერესებში არ შედის
მარკო რუბიო – ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო
არქივი