ოთხი ოქტომბრის საქმის პროკურორი - საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ზოგიერთ მსჯავრდებულთან მოლაპარაკებები დასრულებულია და რამდენიმე ტექნიკური დეტალია დასაზუსტებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 16:24

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ზოგიერთ მსჯავრდებულთან მოლაპარაკებები დასრულებულია და რამდენიმე ტექნიკური დეტალია დასაზუსტებელი, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მსჯავრდებულები გადაწყვეტენ საპროცესო შეთანხმების დადებას, პროკურატურა ყველა განცხადებას განიხილავს.

„სასამართლო პროცესების პარალელურად, ზოგიერთ მსჯავრდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ზოგიერთ მათგანთან უშუალოდ დასრულებულიც კი არის და რამდენიმე ტექნიკური დეტალია დასაზუსტებელი.

მოლაპარაკების პროცესზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან კონფიდენციალურია, თუმცა რამდენიმე მათგანს მომართული აქვს და განვიხილეთ, ზოგიერთთან დეტალებია დასაზუსტებელი, ზოგიერთთან კი ისევ განხილვის ეტაპზე ვართ.

არაერთმა მომართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მომართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად“, - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახალხო დამცველი დავითაძეზე: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, ოღონდ ერთი რამ არ გაგვიკეთებია - არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა და ეს სიმართლე ვიღაცებისთვის უბრალოდ მიუღებელი აღმოჩნდა
მაკა ბოჭორიშვილი: გეოგრაფიული თუ პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში, მათ შორის „ტრამპის გზის“ პროექტის კონტექსტშიც
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა?
ტომაშ ფროლიხი - საქართველო ჩვენს პარტნიორად, აზიისკენ მიმავალ ხიდად უნდა აღვიქვათ - საქართველოსთან დაპირისპირება ჩვენს ინტერესებში არ შედის
მარკო რუბიო – ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო
არქივი