ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 22:44

ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა? - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტომაშ ფროელიხმა.

„თქვენ გაქვთ ნდობის სერიოზული დეფიციტი, რაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია. შერჩევითი აღშფოთება! როდესაც უკრაინაში 20 პოლიტიკური პარტია აიკრძალა, ამით არავინ შეწუხებულა. პირიქით, ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ. ადამიანის უფლებების ეს იდეა ინტერპრეტირებულია შერჩევითი გზით, შერჩევითი მორალით, და ეს მართლაც უთხრის ძირს ნდობას საერთაშორისო დონეზე, რის გამოც ჩვენ ვკარგავთ გავლენას. რა არის საქართველოს პრობლემა? ის, რომ ქვეყანა ვითარდება, აქვს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა - რაც ჩვენთვის საოცნებო იქნებოდა, „კარგი მმართველობის ინდექსით“ ის სინამდვილეში ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე მაღლაც კი დგას, ხოლო კანონის უზენაესობის კუთხით „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ მას პირველ ადგილზე აყენებს ცენტრალურ აზიაში. ასე რომ, რაზე ვსაუბრობთ სინამდვილეში? ეს არ ეხება დემოკრატიას. საქმე ეხება იმას, რომ საქართველო უარს ამბობს „ვოუკ“ აბსურდსა და ლგბტ პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს გახდეს „შემდეგი უკრაინა“. ეს არის ის, რაც უნდა გავიაზროთ. ის მცირე ზომის ქვეყანაა, გარშემორტყმული რუსეთით, ირანით, თურქეთით. ასეთ გარემოცვაში საქართველო იძულებულია იმოქმედოს განსხვავებულად და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენ საქართველოს უნდა ვუყურებდეთ როგორც პარტნიორს, როგორც ხიდს აზიისკენ - აი, ეს არის რეალობა. კონფრონტაცია საქართველოსთან უბრალოდ არ შედის ჩვენს ინტერესებში“, - დასძინა მან.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
ვიტალი კლიჩკო: რუსული იერიშების ფონზე კიევი გადარჩენისთვის იბრძვის, მოსახლეობას დროებით ქალაქიდან გასვლის რეკომენდაცია ეძლევა
მაია სანდუ: მოლდოვა მზად არის, ამ ზამთარს იმდენი უკრაინელი ლტოლვილი მიიღოს, რამდენიც საჭირო იქნება
უკრაინული მხარის განცხადებით, მათმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ომსკში ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ძლიერი თავდასხმა განახორციელეს
პარიზში საპროტესტო აქციისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
არქივი