შსს მიშო სულუხიაზე: წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ოქტომბერი 2026, 12:21

წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, - განუცხადეს „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიშო სულუხიას შემთხვევასთან დაკავშირებით.


„აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.


მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.


მუსიკოსმა მიშო სულუხიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წუხელ უცნობმა პირებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, ლისთან გააჩერეს, ტელეფონი წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: სააკაშვილის ავტორიტარიზმის დროს ჩადენილი სისასტიკის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალება აღარ მუშაობს, მით უმეტეს, როცა ეს უბინძურესი ბრალდებები ფაქტებით არ დასტურდება
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის დებატებზე: ძალიან სამწუხაროა, რომ რეალობას კვლავ არ უსწორებენ თვალს და კიდევ საუბრობენ იმაზე, რომ თურმე პოლიტიკური დევნილია სააკაშვილი, უნდა გავათავისუფლოთ. საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გაქრეს
ეკა სეფაშვილი: დიალოგის აუცილებლობა ქვეყნებს შორის და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას!
ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო
სახალხო დამცველი დავითაძეზე: ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, ოღონდ ერთი რამ არ გაგვიკეთებია - არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა და ეს სიმართლე ვიღაცებისთვის უბრალოდ მიუღებელი აღმოჩნდა
არქივი