1
08 ოქტომბერი 2026, 13:16
მისივე თქმით, მათი დავალებით მოქმედებდა აგენტურული ოპოზიცია, როდესაც მანდატები დახიეს და პარლამენტში არ შევიდნენ და თვითონ დატოვეს ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების მიღმა.
„ნაცვლად იმისა, რომ ამის გამო სინანული დაგვანახონ, ჩვენ გვადანაშაულებენ ოპოზიციის უსუსურობაში. რაც შეეხება გადაწყვეტილებას აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს ჩვენი მისაღები არ არის, ამაზე უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს იქნება საჯარო პროცესი. ჩვენ ყველაფერი გამყარებული გვაქვს ფაქტებით, მტკიცებულებებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს საკითხზე დებატები ევროპარლამენტში, ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში, უცვლელი ნარატივით გაიმართა. ევროპარლამენტართა ნაწილი ისევ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს. მოთხოვნათა ჩამონათვალშია სანქცია ხელისუფლების მიმართ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |