დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ოქტომბერი 2026, 16:00

საქართველოს და საკუთარი თავის დაცინვაა, როცა საქართველოს შესახებ დებატებში 20-კაციანი ჯგუფი მონაწილეობს და ამას საქართველოს შესახებ სერიოზულ მსჯელობად წარმოადგენენ, მათ ამ 20-კაციან ჯგუფშიც კი არ აქვთ სრული მხარდაჭერა და საქართველოს დამცველი ადამიანები საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ, რითაც დასავლეთის ორმაგი სტანდარტი კიდევ უფრო აშკარად მჟღავნდება - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ევროპარლამენტართა ამ ჯგუფშიც კი არ არსებობს სრული მხარდაჭერა და საქართველოს მხარდამჭერი ადამიანები საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ, რაც, დასავლეთის ორმაგ სტანდარტს კიდევ უფრო აშკარას ხდის.


მისივე შეფასებით, შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. ჩიხელიძის თქმით, საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს.


„საქართველოს და საკუთარი თავის დაცინვაა, როცა საქართველოს შესახებ დებატებში 20-კაციანი ჯგუფი მონაწილეობს და ამას საქართველოს შესახებ სერიოზულ მსჯელობად წარმოადგენენ, მათ ამ 20-კაციან ჯგუფშიც კი არ აქვთ სრული მხარდაჭერა და საქართველოს დამცველი ადამიანები საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ, რითაც დასავლეთის ორმაგი სტანდარტი კიდევ უფრო აშკარად მჟღავნდება.


წლებია, საქართველოს ებრძვიან. ამ ბრძოლაში გამობრძმედილი საქართველო ამ ლაქიებს არც კი ამჩნევს ვითარდება, იზრდება და ლამაზდება.


უფრო მეტიც, საქართველომ ბოლო წლებში მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა და ეს პროგრესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ქვეყანას უწევს ყოფნა. ქვეყანას ერთდროულად ებრძვის როგორც გარე, ისე შიდა აგენტურა, პარალელურად კი მსოფლიოში უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესებულია. სწორედ ასეთ ტურბულენტურ გარემოში ახერხებს საქართველო შეინარჩუნოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, განვითარება და ყოველდღიურად გაზარდოს საკუთარი როლი როგორც რეგიონში, ისე უფრო ფართო საერთაშორისო სივრცეში.


ამ ყველაფრის ფონზე კი რამდენიმე ევროპარლამენტარი საქართველოს შესახებ დებატებს მართავს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და საქართველოში თითქოს ათასობით ადამიანისგან შემდგარ მუდმივ აქციებზე საუბრობს. სწორედ ამ მოთხოვნებიდან და განცხადებებიდან ჩანს მათი დამოკიდებულების არასერიოზულობა, ევროპარლამენტართა ნაწილი საქართველოს შესახებ ისე საუბრობს, რომ ქვეყანაში არსებული განწყობების შესახებ რეალური წარმოდგენა არ აქვს და არ იცის ის რეალობა, რომელშიც საქართველო დღეს ცხოვრობს.


შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს.“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის
ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას
მეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით
ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
არქივი