გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ - საკუთარი თავისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ოქტომბერი 2026, 16:06

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო.


ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის.

„სულ ახლახან საფრანგეთის მოთხოვნით სანქციებიდან ამოიღეს რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი — მეტალურგიის, სამთო-მოპოვების, ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების ბიზნესმენი; სლოვაკეთის მოთხოვნით კი სანქციები აღარ გაუგრძელდა „ალფა-ბანკის“ თანადამფუძნებელ მიხაილ ფრიდმანს, რომლის მოხსნასაც ლუქსემბურგიც ითხოვდა.


ახლა კი ესტონეთის [კაია კალასის სამშობლო] მოთხოვნით ახალი სანქციების პაკეტიდან ამოიღეს რუსული კომპანია და მასთან დაკავშირებული პირი. კომპანია სტრატეგიულ ნედლეულს აწვდის ესტონურ NPM Silmet-ს, რომელიც იშვიათმიწა მასალებს ამუშავებს და მის პროდუქციას ევროპული ელექტრომობილების, ქარის ტურბინების, ელექტრონიკის, საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიები იყენებენ.


ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ — საკუთარი თავისთვის. და როცა წესების დამწერი მათივე პირველივე შესაძლებლობაზე გვერდს უვლის, ყველაზე ხმამაღლა სწორედ მისი მორალური ავტორიტეტის სიცარიელე ისმის“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს
ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას
მეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით
ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ - ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
არქივი