1
08 ოქტომბერი 2026, 23:31
მოლდოვა მზად არის, ამ ზამთარს მიიღოს „იმდენი უკრაინელი ლტოლვილი, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ კიშინეუში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე.
სანდუს თქმით, მოლდოვის ხელისუფლება უკრაინისთვის ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ დახმარებასაც ამზადებს. კერძოდ, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შემდგომი განადგურების შემთხვევაში, კიშინეუს შეეძლება ხელი შეუწყოს რუმინეთიდან უკრაინაში ელექტროენერგიის ტრანზიტს.
სანდუმ დასძინა, რომ 2022 წლიდან მოლდოვის გავლით მილიონზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა გაიარა, მათგან დაახლოებით 100 ათასი კი ქვეყანაში დარჩა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |