მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ოქტომბერი 2026, 15:30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2026-2027 წლის ზამთრის სეზონს ოფიციალურად 20 დეკემბერს გახსნის.

სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში ერთდროულად დაიწყება. ზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდება.

მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სნოუპარკისარეალში, ორი ახალიბიგელისტიპის საბაგირო შენდება, რომელთა საერთო სიგრძე1 400 მეტრია. ასევე მოეწყობა 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩა.

ამორტიზებული საბაგიროების - „ხადასა“ და „სნოუპარკის“ - დემონტაჟი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტაჯგუფი“ ახორციელებს. პარალელურად მიმდინარეობს ორი ახალი სასრიალო ტრასის - „კობი 3-ისა“ და „ტატრა3-ის“ - მოწყობა.

მათი საერთო სიგრძე 6 კილომეტრია. პროექტის დასრულების შემდეგ გუდაურის სასრიალო ტრასების ჯამური სიგრძე 86 კილომეტრამდე გაიზრდება.

„სოლიკოსა“ და „კიკილოს“ ტრასებზე დაწყებულია ხელოვნურიგათოვლიანებისსისტემის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც ჯამში 7 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთს მოიცავს.

დაგეგმილია „ახალი გუდაურას“ ტრასის განათებაც, რაც ღამის სრიალის შესაძლებლობას შექმნის. სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და განსასჯელი დამნაშავედ ცნო
შიო მესამე: წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საკვირველი წმინდანი კაცობრიობის ისტორიაში. შეიძლება ითქვას, ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ის დასაწყისშივე ამბობს, რომ სიტყვა არის ღმერთი
დავით ქართველიშვილი: ნობელის პრემია გადაეცა ადამიანს, რომლის პროფესიული საქმიანობაც უკავშირდება დასკვნებს, რომლებიც ვაშინგტონის მოკავშირისთვის კატეგორიულად არასასურველია
საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების ფონზე დაკავებულთა რაოდენობამ 6 800-ს გადააჭარბა - უმრავლესობა არასრულწლოვანია
ირაკლი კობახიძე: საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს
არქივი