სუს-ი – ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ოქტომბერი 2026, 19:53

2026 წლის 3 სექტემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში.

„ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ ინსტრუმენტი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური საშუალება. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი შეერთებული შტატების მხრიდან რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნაზე: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში მომხდარი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
ტრამპი: ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს.
დონალდ ტრამპი – ზელენსკის ვუთხარით, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის არ დაერტყა, მან დარტყმა მაინც განახორციელა, სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს დიზელის საწვავთან დაკავშირებით
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არქივი