ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ოქტომბერი 2026, 11:27
“როდესაც, საწვავის გლობალურ ბაზარზე შექმნილი კრიზისის შესამსუბუქებლად, აშშ დახმარების თხოვნით მიმართავს რუსეთს, საინტერესოა, იმ ადამიანებს რა პასუხი აქვთ, ჯერ კიდევ 2022 წელს რომ გვიკიჟინებდნენ - რუსეთი უკვე დამარცხებულია, ინგრევა და საქართველო ამ დიდი გამარჯვების მიღმა რჩებაო…?!”, - წერს პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი. 

მისი თქმით, შეგნებული მტრობა უნდა დაისაჯოს, მაგრამ ხელოვნურ ტრენდებს აყოლილებმაც  უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და ბოდიში მოიხადონ, რადგან მათი მონაწილეობით და გამოყენებით არაერთხელ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა უდიდესი რისკის ქვეშ. 

“შეგნებული მტრობა რომ უნდა დაისაჯოს ეს ცხადია, მაგრამ ხელოვნურ ტრენდებს აყოლილმა ლიბერდებილებმაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და მინიმუმ ბოდიში მოიხადონ, რადგან მათი მონაწილეობით და გამოყენებით არაერთხელ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა უდიდესი რისკის ქვეშ! 

ომის შემდეგ, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა რომ გაეზარდა ეს ვნახეთ, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც ღვინის წარმოება არ აქვთ, ჩვენზე ბევრად მეტი ღვინო რომ შეჰქონდათ რუსეთში ესეც ვნახეთ… კაია კალასის ოჯახი რუსეთში საქმიანობით რომ მდიდრდებოდა ესეც… 

მეტი რა უნდა მოხდეს, რომ თავი დავანებოთ რაღაც კოლექტიურ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს… 
მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის…

აბა ჩქარა ამერიკის საელჩოსთან - არა რუსულ დიზეეელს!!!(სავანელის ხმით)”, - წერს შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
არქივი