1
11 ოქტომბერი 2026, 15:45
პოლონეთის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკზე და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმას ეხება, - განაცხადა პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორის პრესმდივანმა იაცეკ დობჟინსკიმ.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორმა ტომაშ სემონიაკმა და შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა მარჩინ კერვინსკიმ „შესაბამისი ზომების მიღება დაავალეს“.
ცოტა ხნის წინ ტუსკმა განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემები მოწმობს რუსეთის „ჰიბრიდული დარტყმების გეგმებზე“ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |