აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „ეიბისის“, „სიბიესის“, „სიენენის“, „ენბისისა“ და „ფოქს ნიუსის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 10:35

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რამდენიმე სატელევიზიო არხის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. დეპარტამენტის განმარტებით, მიზეზი ფედერალური კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაა.

კერძოდ, სექტემბერში ხუთმა არხმა რამდენიმე დღით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ღონისძიებების გაშუქება, იმის საპასუხოდ, რომ მისმა ადმინისტრაციამ „სიენენის“, MS Now-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა.

დეპარტამენტმა „ეიბისს“,  „სიბიესს“, „სიენენს“, „ენბისისა“ და „ფოქს ნიუსს“ თეთრი სახლის ჟურნალისტთა ჯგუფთან დაკავშირებული მიმოწერის გადაცემა მოსთხოვა და განაცხადა, რომ ბოიკოტმა შესაძლოა, შერმანის აქტი დაარღვიოს.

აღნიშნული კანონი კომპანიებს მონოპოლისტური ბიზნეს-პრაქტიკის გამოყენებას უკრძალავს. ამ ჯგუფის წევრები, როგორც წესი, თავიანთ მასალას დანარჩენ მედიასაც უზიარებენ.

ცნობისთვის, სექტემბერში დონალდ ტრამპმა „სიეიენს“, MS Now-სა და „პოლიტიკოს“ თეთრ სახლში შესვლა შეუზღუდა, მას შემდეგ, რაც გამოცემები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თეთრმა სახლმა მათი დაშვება აღადგინა. სამივე გამოცემამ ადმინისტრაცია უჩივლა და განაცხადა, რომ შეზღუდვა პირველი შესწორებით გარანტირებულ პრესის თავისუფლებას არღვევს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია - ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება - არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
ტრამპი: ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შესაძლოა ზედმეტად შორს წავედით
სოზარ სუბარი: საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს
არქივი