ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნება“ როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, ოპოზიციას გარედან მხარდაჭერა გამოუცხადეს და დაგვიპირისპირდნენ, ყველაფრის ფონზე მშვიდობა შევინარჩუნეთ, ქვეყანას ომი ავარიდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 16:17

ურთულესი წლები გამოვიარეთ, როგორც კი „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს გარედან რადიკალურ ოპოზიციას და დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი მშვიდობა და მოვახერხეთ, ავარიდეთ თავიდან ომი ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა არის სტაბილური და უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიოში.

„ურთულესი წლები გამოვიარეთ ყველა თვალსაზრისით. მათ შორის აქ იგულისხმება მუდმივი გარე ზეწოლა და იძულება, რომ რაღაცეები დაგვეთმო. 2012 წლიდან იყო უმძიმესი პროცესები. როგორც კი „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინვე ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს გარედან რადიკალურ ოპოზიციას და მაშინვე დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. პირდაპირ მოითხოვდნენ, რომ შეიძლება, დამნაშავეები არიან, მაგრამ არ დაიჭიროთ. 2013 წელს, ოთხ პოლიტიკოსზე იყო საუბარი, რომ ორი შეგიძლიათ დაიჭიროთ, ორი არ შეგიძლიათ დაიჭიროთ – ამ დონეზე უხეშად მიდიოდა საუბარი. საჯარო განცხადებები კეთდებოდა 2013 წელს, რომ არც ერთ პოლიტიკოსს არ უნდა ახლოთ ხელი, არ შეეხოთ, არ შეიძლება გამოძიება, არ შეიძლება დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი და ა.შ. ღიად მფარველობდნენ. ძალიან რთული პროცესები გამოვიარეთ. იყო კოალიცია და კოალიციის მართვაც იყო ურთულესი პროცესი. ის გაგრძელდა ოთხი წელი. პირველი ოთხი წელი იყო ძალიან რთული. შემდეგ იყო 2016 წლიდან 2020 წლამდე პერიოდი, ეს ოთხი წელიც განსაკუთრებული სირთულეებით იყო გამორჩეული, იმიტომ, რომ გუნდის შიგნით იყო პრობლემები 2018 წლიდან იჩინა უფრო ამ ყველაფერმა თავი, ესეც იყო გარედან პროვოცირებული. ამ დროს გუნდი მნიშვნელოვნად დასუსტდა 2018-2019-2020 წლებში და ამის გამო მოუწია ჩვენს გუნდს კონკრეტულ დათმობებზე წასვლა, მათ შორის თანამდებობის პირების კუთხით.
თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი მშვიდობა და მოვახერხეთ, ავარიდეთ თავიდან ომი ჩვენს ქვეყანას. ქვეყანა არის სტაბილური უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიოში. ადამიანის უფლებების კუთხით რადიკალურად შევცვალეთ სიტუაცია – ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა.

შევეხები ეკონომიკურ ზრდას – მხოლოდ 28 მილიარდი ლარიც არ იყო საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს. უკვე შარშანდელი მონაცემებით არის 104.5 მილიარდი ლარი. ამ ყველა უბედურების ფონზე, პრობლემების ფონზე ჩვენ თითქმის ოთხჯერ გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, შესაბამისად თითქმის ოთხჯერ გავზარდეთ საქართველოს ბიუჯეტი. ამ ყველაფრის ფონზე, კომპრომისების, დათმობების და მუდმივი ზეწოლის ფონზე მაინც მოვახერხეთ ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვეტერანების დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემელის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა - ეს არის ის სამი თემა, რომელიც მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული განახლებულ ბიუჯეტში
სოზარ სუბარი: ადამიანები, რომლებიც ჩვენს ძიუდოისტებს ლანძღავენ, მათ ვერაფერს დააკლებენ. უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და კიდევ ერთხელ ავლენენ იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ
ზაქარია წიკლაური: რა პასუხს გასცემენ “არაღიარებული ხელისუფლების” მიერ შეწყალებული 4 ოქტომბრის შემოქმედები იმ ახალგაზრდებს, ვინც მათი მიზეზით ციხეში რჩებიან?
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია
არქივი