ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში მასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი დაამტკიცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 20:03

ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი დაამტკიცა.

ახალი შეზღუდვების მთავარი მიზანი კრემლის მიერ რაკეტების წარმოების უნარის შეზღუდვა და შესუსტებაა.

გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის, კაია კალასის განცხადებით, სანქციების სიაში 1 600-ზე მეტი ახალი ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატა, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან.

„ეს არის ჩვენი სანქციების სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო“, - დაწერა კალასმა სოციალურ ქსელ X-ში. - „ახლად დამატებული სუბიექტების ნახევარზე მეტი უშუალოდ ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვთან არის დაკავშირებული“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი: ევროკავშირმა რუსეთს ენერგომატარებლებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, „ფეიკ ნიუს“ მედიას კი ამ ამბავთან მიკარებაც არ სურს
ირაკლი კობახიძე - ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირში არსებობს გარკვეული ინტერესი საქართველოსთან პოლიტიკურ დონეზე დაბლა ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ, როგორიცაა დაკავშირებადობა
ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნება“ როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, ოპოზიციას გარედან მხარდაჭერა გამოუცხადეს და დაგვიპირისპირდნენ, ყველაფრის ფონზე მშვიდობა შევინარჩუნეთ, ქვეყანას ომი ავარიდეთ
არქივი