საფრანგეთში ასობით სუპერმარკეტი კიბერშეტევის სამიზნე გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 21:31

საფრანგეთში ასობით სუპერმარკეტი კიბერშეტევის სამიზნე გახდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ჰაკერებმა კონტროლი მოიპოვეს მაცივრების ტემპერატურის მარეგულირებელ პროგრამაზე, რის შედეგადაც ზოგიერთი სუპერმარკეტის მაცივრებსა და საყინულეებში რამდენიმე საათის განმავლობაში ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის გამო მილიონობით ევროს ღირებულების ახალი და გაყინული საკვები პროდუქტი გაფუჭდა.

როგორც ცნობილია, დაზარალდა მაღაზიათა ქსელ Cooperative U-ის 100-ზე მეტი სუპერმარკეტი, ასევე, Intermarché-სა და Netto ბრენდის, სულ მცირე, 300 მაღაზია.

კიბერთავდასხმის სამიზნეები გახდნენ Carrefour-ის, E.Leclerc-ისა და Monoprix-ის ქსელებიც.

Cooperative U-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია „უკიდურესად სერიოზული და უპრეცედენტო“ შეტევის მსხვერპლი გახდა.

კომპანია Intermarché-მა კი განაცხადა, რომ მისი მაცივრები ორშაბათს, ღამით ექვსი საათის განმავლობაში 50 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელდა და საცალო ვაჭრობის კომპანიამ ჯანმრთელობის რისკების თავიდან ასაცილებლად პროდუქტები გადაყარა.

პარიზის პროკურატურამ მომხდარს „ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა“ უწოდა და გამოძიება დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში მასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი დაამტკიცა
დონალდ ტრამპი: ევროკავშირმა რუსეთს ენერგომატარებლებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, „ფეიკ ნიუს“ მედიას კი ამ ამბავთან მიკარებაც არ სურს
ირაკლი კობახიძე - ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირში არსებობს გარკვეული ინტერესი საქართველოსთან პოლიტიკურ დონეზე დაბლა ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ, როგორიცაა დაკავშირებადობა
არქივი