სოზარ სუბარი: IRI-ის კვლევებში ასახული შედეგები გამოიწვია იმან, რომ ხალხს არ სჯერა რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ოქტომბერი 2026, 10:10
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმიანება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ 36%-იანი, ხოლო რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად 16%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

დეპუტატის განცხადებით, საზოგადოებას არ სჯერა რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების, რადგან ხალხი ხედავს, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ცდილობს უცხო ძალების დაკვეთების შესრულებას და საქართველოს ომში ჩართვას.

„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ აქვს 36%, ხოლო რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად 16%.

IRI-ის კვლევებში ასახული შედეგები გამოიწვია იმან, რომ ხალხს არ სჯერა რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების. მას შემდეგ, რაც ამ ოპოზიციამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ქვეყნის ცეცხლის ალში გახვევა და განადგურება სცადა, რატომ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ საზოგადოება მათ დაუჯერებს და გაჰყვება? ხალხი ძალიან კარგად ხვდება, ვის უყვარს სამშობლო და ემსახურება მის ინტერესებს და, ამის საპირისპიროდ, ვინ ასრულებს უცხოელი პატრონების დაკვეთას.

ამას დაემატა ისიც, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ზუსტად წლისთავზე ამ გადატრიალების ორგანიზატორებმა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს დანაშაულის აღიარება და ბოდიშის მოხდა, ოღონდ კი თავისუფლება მოიპოვონ. ყველაზე პარადოქსული კი ის იყო, როცა 71 წლის პაატა ბურჭულაძემ გააკეთა მინიშნება, რომ ისიც აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და ამ გზით საპატიმროს დატოვებას. საკუთარმა შვილმა გასწირა და საჯაროდ გააფრთხილა: ეს არ გააკეთო, შენ ციხეში უფრო გვჭირდებიო. ასეთი მორალის ადამიანებს რატომ უნდა ენდოს და რატომ უნდა გაჰყვეს საზოგადოება?

და ბოლოს, როცა IRI-ის ხსენებულ კვლევაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება ისიც გვითხრან, რომ ამ კვლევაში „ხალხის ძალასაც“ არ ჰქონდა მაღალი რეიტინგი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენ ბოლო ორ არჩევნებში - საპარლამენტოშიც და თვითმმართველობაზეც - „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში ვმონაწილეობდით. ეს იყო პერიოდი, როცა რუსეთ-უკრაინის ომი პიკზე იყო და, როგორც საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა, ისე მათი საზღვარგარეთელი პატრონები ცდილობდნენ, ჩვენი სამშობლო ამ ომში ჩაეთრიათ. ბუნებრივია, ასეთ დროს ჩვენი მთავარი ამოცანა ამ მართლაც ეგზისტენციური საფრთხის თავიდან აცილება იყო და ჩვენ ეს შევძელით. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დღემდე არ ვაკეთებდით მმართველი ძალისგან მკაფიო გამიჯვნას.

კიდევ ერთხელ ვიტყვი: საქართველოსთვის ომის თავიდან აცილების საქმეში „ხალხის ძალამ“ ნამდვილად შევასრულეთ გადამწყვეტი როლი და საზოგადოება ამას კარგად გრძნობს და აფასებს. ამას ვგრძნობდით და ვგრძნობთ პირველივე დღიდან, როცა დავიწყეთ საუბარი იმ სიმართლის, რომელიც ხალხთან უნდა მიგვეტანა. ყველგან, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც მივდიოდით და მივდივართ დღესაც, ხალხისგან მადლობის სიტყვებს ვისმენთ ჩვენი პოზიციისთვის და იმ სიმართლისთვის, რაც საზოგადოებამდე მივიტანეთ. დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო დადგება, ეს მხარდაჭერა ხმებშიც აისახება,”-განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ გალაშქრებას - „ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ
ზურაბ ჯაფარიძე - თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ხვალ მაბრუნებენ თბილისში
ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი, რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
დავით ქართველიშვილი: პოპულისტების მთავარი კოზირი ის ზღაპარია, თითქოს საკმარისია პარლამენტის დათხოვნა და მინისტრებისთვის ხელფასების ჩამორთმევა, რომ ქართველი პენსიონერის პენსია ევროპელისას გაუთანაბრდეს
არქივი