ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ოქტომბერი 2026, 10:51
მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს, - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" საუბრისას განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა განმარტა, გასაგებია, რომ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები შესაძლოა მხარს უჭერდნენ ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც "ქართული ოცნების" შეცვლა სურთ, მაგრამ, მისივე თქმით, შეუძლებელია ვერ დაინახო რომ ის, რომ რასაც გვარამია აკეთებდა, მხოლოდ მმართველ პარტიას აწყობდა.

"ერთი მხრივ, მჯერა, რომ ბევრ ევროპელ და ამერიკელ დიპლომატს არ მოსწონს “ქართული ოცნება”, მაგრამ არ მგონია, რომ მაინცდამაინც პირდაპირ ხელისუფლების ცვლილებას აკეთებდნენ. თუმცა, გასაგებია, რომ უჭერდნენ იმ პოლიტიკურ პარტიებს მხარს, რომლებიც ასეთ მიზანს ისახავენ. მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს. შეიძლება ადამიანი მოატყუო - ამერიკაშიც ატყუებენ ამომრჩეველს და ყველგან - ასეთია პრაქტიკა, ასევ ვთქვათ, მაგრამ, ავიღოთ ამერიკელები: როცა შენ არც ფულის ნაკლებობა გაქვს, არც დაზვერვის ნაკლებობა, არც - კონტაქტების და ა.შ., ვერ დაინახო, რასაც გვარამია აკეთებდა, მარტო “ქართულ ოცნებას” აწყობდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი პოლიტტექნოლოგი გეტყვის, რომ თუ გინდა დაამარცხო მმართველი გუნდი, რომელსაც უმრავლესობა აქვს, მას ხმები უნდა წაართვა -  ართმევდა გვარამია “ქართულ ოცნებას” ხმას?" - განაცხადა რაქვიაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს
შიო მესამე: ჩვენ მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულესა და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს
გერმანიაში დივერსიის საქმეზე უკრაინის მოქალაქე სერგეი კ.-ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
SpaceX-მა უკრაინის სამხედრო გამოყენებაზე ახალი შეზღუდვა დააწესა
დონალდ ტრამპი: ცოტაც და ყველა ნახავს ირანს რა დღეში ჩავაგდებთ, მოითმინეთ და იხილავთ, ირანი ელოდება, თქვენ კი ნახავთ რას ვუზამთ
არქივი