გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 ოქტომბერი 2026, 17:58
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისით გამართლება არ აქვს.

„ვინც ჩათვლის, რომ შესაძლებელია ამ საკითხს სხვანაირად შეხედო და არ აკრძალო ეს დანაშაულებრივი რეჟიმის მქონე ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს ქართველ საზოგადოებას, რომელიც აუცილებლად დასვამს კითხვას - თუ რას აკეთებდა ამ ხნის განმავლობაში, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავის ფილიალებთან ერთად, შინაარსობრივად დანაშაულებრივი რეჟიმია.

როდესაც ხარ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, უნდა მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში, თუ რაიმე სუბიექტური მიდგომა გაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. ასეთი სუბიექტური მიდგომა ვერ დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ, ამიტომაც კობახიძეს აცილებასთან დაკავშირებით პირველ მოთხოვნაზე უარი უთხრა.

რაც შეეხება მის გადადგომას - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ამას შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისით არანაირი გამართლება არ აქვს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში ვერ განიხილება ხოლმე. მით უფრო, ჩვენ ვიცით, რომ სამი თუ ოთხი თვეა დარჩენილი მისი უფლებამოსილების შეწყვეტამდე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა - ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს
შალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს
შიო მესამე: ჩვენ მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულესა და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს
გერმანიაში დივერსიის საქმეზე უკრაინის მოქალაქე სერგეი კ.-ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
SpaceX-მა უკრაინის სამხედრო გამოყენებაზე ახალი შეზღუდვა დააწესა
არქივი