The New York Times: ეროვნული გადარჩენისთვის ბრძოლის მეხუთე წელს, უკრაინა უმძიმესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, კიევზე ზეწოლა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აშშ-ის მხრიდანაც იზრდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 ოქტომბერი 2026, 20:50

ეროვნული გადარჩენისთვის ბრძოლის მეხუთე წელს, უკრაინა უმძიმესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა - კიევზე ზეწოლა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აშშ-ის მხრიდანაც იზრდება, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

ოთხშაბათს ღამით უკრაინამ ორმაგი დარტყმა მიიღო. უკრაინული მხარის განცხადებით, სამხედროებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაკარგეს წვდომა Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე - Starshield-ზე, რომელსაც პენტაგონი აფინანსებს და რომელიც უკრაინის ფრონტზე კომუნიკაციისა და საბრძოლო ოპერაციების მართვის მთავარი დასაყრდენია.

კიევში ვარაუდობენ, რომ ეს შეზღუდვები ვაშინგტონიდან მომდინარეობს, რადგან პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის მორიგი პოლიტიკური დაპირისპირებაა.

როგორც უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, Starshield-ის გათიშვამ რამდენიმე საბრძოლო ოპერაციის შეფერხება გამოიწვია. უკრაინული არმია ამ სისტემას მათ შორის დრონების ფლოტის სამართავად და რუსული დრონების ჩამოსაგდებად იყენებს.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტის, სერგეი ბესკრესტნოვის თქმით, ეს ნაბიჯი შემთხვევითობა არ არის და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს აიძულოს კიევი, შეწყვიტოს იერიშები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რათა გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასები არ გაიზარდოს, რაც აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ „რესპუბლიკელთა“ შანსებს საფრთხეს უქმნის.

SpaceX-ს, ილონ მასკსა და პენტაგონს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

Starshield-ის გათიშვის პარალელურად, ოთხშაბათს დილით რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე ათობით ბალისტიკური რაკეტით მასშტაბური იერიში მიიტანა.

საჰაერო დარტყმების შედეგად დედაქალაქ კიევში 600 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ეს თავდასხმა მოახლოებული ზამთრის წინ მძიმე სიგნალია უკრაინისთვის, რომლის საჰაერო თავდაცვის სისტემების რესურსებიც თანდათან იწურება.

რუსული დარტყმები პორტებზე, საწყობებსა და ფოლადის ქარხნებზე უკრაინის ეკონომიკას კოლაფსის პირას აყენებს. გარდა ამისა, ქვეყნის ბიუჯეტს მიმდინარე და მომავალ წელს მრავალმილიარდიანი დეფიციტი აქვს, რამაც შესაძლოა ჯარის დაფინანსებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]
ირაკლი კირცხალია - ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
ირაკლი კირცხალია - ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე
ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე - მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება
ირაკლი კირცხალია - ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
არქივი