ირაკლი კირცხალია - ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 ოქტომბერი 2026, 23:32
ყველა მიჩვეულია, რომ ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა მიჩვეულია ყველა, რომ ტრადიციულად იმართება ყოველ ორშაბათს ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ შაბათს ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ტრადიციულად უმრავლესობის სხდომა იმართება ხოლმე ორშაბათ დღეს და ვინაიდან ახლა ცვლილება მოხდა ინტერესი ამ ფაქტმა გაამძაფრა.

"ლოგიკურია, რომ ინტერესი არის საზოგადოების მხრიდანაც, მედიების მხრიდანაც განსაკუთრებით. იცით, რომ პარტიული ცხოვრება მიმდინარეობს, საპარლამენტო ცხოვრება მიმდინარეობს. იცით, როგორ ფორმატებში ვიკრიბებით. მიჩვეულია ყველა, რომ ტრადიციულად იმართება ყოველ ორშაბათს ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა. ეს ჩვეულებრივი მომენტია. შეკრება, როდესაც პარტიული ცხოვრება მიმდინარეობს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ასე რომ, დარჩა ორი დღე და განცხადებაც იქნება შეხვედრის შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]
ირაკლი კირცხალია - ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
ირაკლი კირცხალია - ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე
ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე - მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება
დონალდ ტრამპი – სიკვდილით დასჯას აღვადგენთ მათთვის, ვინც პოლიციელს ან სამართალდამცავ ორგანოებში მყოფ ნებისმიერ პირს მოკლავს
არქივი