ირაკლი კირცხალია - ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 00:02
არის ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად. ეს მეტყველებს მათ საგარეო პოლიტიკაში აგონიაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ "იმედის" ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოს წინსვლას აფასებს ქართველი ხალხი, რაც შეეხება ევრობიუროკრატებს, მათი პოლიტიკური მზომელი ობიექტურ ციფრებს არ შეესაბამება.

„ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ეკონომიკური განვითარება, მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკა, რაც იწვევს შემდეგ და კონვერტირდება ეკონომიკურ წინსვლაში, წლიდან წლამდე გაზრდილ ბიუჯეტში ამას აფასებს ჩვენი საზოგადოება. ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე. რაც შეეხება მათი მხრიდან, არის ორი მიმართულება. ერთი არის პოლიტიკური მიმართულება და ვხედავთ პოლიტიკურ მიმართულებაში რა რიტორიკაა და არის ტექნიკური, მშრალი ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ გაურბიან და მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად და დემოკრატიულ „ბექსლაიდინგზე“ აქვთ საუბარი. ეს მეტყველებს მათ საგარეო პოლიტიკაში აგონიაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ ვერ უდევთ პულსზე ხელი, თუ რა უნდა საზოგადოებას და საით მიდის ქვეყანა და როგორ ვითარება ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია, არა მგონია ეს ილონ მასკი იყო
დონალდ ტრამპის ახალი პრესსპიკერი, ქეითი ზაქარია თანამდებობის დაკავებიდან ერთ კვირაში გაათავისუფლეს
რომის პაპი ლეო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
ირაკლი კობახიძე – ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის
ირაკლი კობახიძე - COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება
არქივი