ირაკლი კირცხალია - ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 00:05
ევრო ბიუროკრატები ჩვენს ქვეყანაში მხარს უჭერენ აგენტურას, თავიანთივე ე.წ. ოპოზიციას. დღეს ბრიუსელის ელიტაში დემოკრატია უკუღმა მუშაობს. ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის დაკოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ესაუბრებიან აგენტურას და იმ ხალხს, რომელიც თავიანთივე აგენტურის ხელით, თავიანთივე ინსპირირებული ტყუილით და ცრუ აღქმებით შეიყვანეს შეცდომაში.

"60-ზე მეტი მანდატი ჰქონდათ პარლამენტში და ასევე მათი ბრძანებით დატოვეს ეს მანდატები. თავზე დაახიეს ეს მანდატი იმ მოტყუებულ ამომრჩეველს, ვინც მათ მხარი დაუჭირა.

ჩვენ ვისაუბრებთ მათთან, ან ნებისმიერ უმაღლეს პოლიტიკურ წარმომადგენელთან. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ და ღია ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, თანამშრომლობისთვის, მხოლოდ გაითვალისწინეთ ჩვენი ინტერესები. ჩვენ ვერ ვიქნებით თქვენი ვასალები.

ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ვიცით ჩვენი ისტორიის ფასი, საზოგადოებამ იცის დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფასი, საზოგადოებამ იცის მშვიდობის ფასი. ამის გათვალისწინებით რა თქმა უნდა ვესაუბრებით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]
ირაკლი კირცხალია - ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე
ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე - მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება
ირაკლი კირცხალია - ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
დონალდ ტრამპი – სიკვდილით დასჯას აღვადგენთ მათთვის, ვინც პოლიციელს ან სამართალდამცავ ორგანოებში მყოფ ნებისმიერ პირს მოკლავს
არქივი