შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 16:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ პეტრა ბაირს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რისი მაგალითიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიმართ.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ დღესდღეობით ასამბლეაში საქართველოს პარლამენტს დელეგაცია არ ჰყავს.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა PACE-ს მიერ 2025 წლის იანვარში მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც, მისი თქმით, უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს.

მან განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების გაგრძელების პირობად ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვა განისაზღვრა, რითაც საპარლამენტო ასამბლეამ თავისივე პრინციპები დაარღვია. შალვა პაპუაშვილმა თანამშრომლობის აღდგენის გზად საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების უპირობო აღიარება დაასახელა.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.
შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპი ლეო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
ირაკლი კობახიძე – ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის
ირაკლი კობახიძე - COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნაციო კასისს შეხვდა
არქივი