1
18 ოქტომბერი 2026, 17:09
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ჩემპიონია. ალჟირში გამართული პრესტიჟული ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი კრისტიან რაბი 15-12 დაამარცხა.
გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ბაზაძემ ფრანგ, რუმინელ და იაპონელ მეტოქეებს აჯობა.
33 წლის ქართველ მოფარიკავეს კარიერის განმავლობაში ორჯერ ევროპის ჩემპიონატი, თითოჯერ კი მსოფლიოს პირველობა და ევროპული თამაშები აქვს მოგებული.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |