შალვა პაპუაშვილი: პარტიის კონსტიტუციურობაზე სასამართლოსთვის მიმართვა პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 12:44
ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარისტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს არღვევს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ის აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება კი სასამართლოს დამოუკიდებლობაშიუხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.
„ამასთან, ასეთი განცხადებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის და მუქარის მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა. იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ისე, რომ მათში საერთოდვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება და პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ”, - წერს პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
ევროპის რამდენიმე ქვეყნის სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ვებგვერდები მას შემდეგ გაითიშა, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა პროგრამირებაში ხარვეზები გამოავლინა
ირაკლი კობახიძე სომხეთის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ დადასტურებულა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული განცხადებები უსაფუძვლო იყო. მათ დღემდე ვალად აქვთ ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2“-ის და კიდევ მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო
გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია- როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს
არქივი