ირაკლი კობახიძე სომხეთის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 13:09
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა სომხეთსა და საქართველოს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობას და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.

საუბარი შეეხო ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას და აღინიშნა, რომ რეგულარული დიალოგი ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს
The Guardian: დონალდ ტრამპმა უკრაინა გაყიდა
საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს
პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა
რატი იონათამიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში აგენტურული ოპოზიციის ლუსტრაცია ხდება, აღიარებას ახდენენ, რატომ არიან ანტიკონსტიტუციური ძალები, ყველაფერთან ერთად ინტელექტშიც ძალიან უჭირთ
არქივი