პოლონეთში ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ოქტომბერი 2026, 21:07

პოლონეთში ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორი, ტომაშ სემონიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში მოხდა, შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრებმა მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს.

საქართველოს 22 წლის მოქალაქე ეჭვმიტანილია რობერტ კ.-ს მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში.

სასამართლომ მას 3 თვით დროებითი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება გრძელდება და შესაძლოა კიდევ განვითარდეს,” - წერს სემონიაკი.

ცნობისთვის, საუბარია პუტინის კრიტიკოსის, სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი - რობერტ კუზოვკოვი) მკვლელობაზე, რომელიც პოლონეთში საცხოვრებლად 2021 წელს გადავიდა.

აღნიშნულ საქმეზე, 18 ივნისს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 36 წლის ელნურ ა. - დააკავეს ვარშავის მახლობლად. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, აგვისტოში, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის კიდევ ერთ მკვლელობის საქმესთან იყო დაკავშირებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარიზის რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი დაწესდა, მარსელში კი შაბათს აქციები აიკრძალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი - შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
არქივი