საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ოქტომბერი 2026, 16:48

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რადეკ ვონდრაჩეკს და ამავე კომიტეტის წევრებს, ასევე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, რობერტ კრალიჩეკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, არსებული გამოწვევები და ურთიერთობების გადატვირთვისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.

დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის აღდგენისთვის საქმიანი, კონსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მნიშვნელობას, რასთან დაკავშირებითაც, ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რადეკ ვონდრაჩეკმა გამოხატა თანამშრომლობის და დიალოგის მზაობა.

ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგარეო ჩარევებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს და ჩეხეთის მიერ მიღებულ თუ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში მოქმედ გამჭვირვალობის კანონმდებლობას.

ჩეხეთის პარლამენტის წევრების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესები, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა და გამოხატეს მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ჯილდო გადაეცა
გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
პრემიერი: 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ ეს რამენაირად შეიძლება, უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს, ვერც იტყოდნენ, ვინაიდან ეს არის აბსურდი, თუმცა რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ის სარჩელი, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში - ეს სარჩელი მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს - ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა
არქივი