შალვა პაპუაშვილი: ახლა თავს რომ ისულელებენ პარტიების წარმომადგენლები და აცხადებენ, არ ვიცით რას გვედავებითო, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ოქტომბერი 2026, 00:03

ახლა თავს რომ ისულელებენ პარტიების წარმომადგენლები და აცხადებენ, არ ვიცით რას გვედავებითო, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ყველაზე კარგად იცის იმან, ვინც დააშავა, თუ რა დააშავა. ძალიან კარგად იციან სარჩელიდანაც, შინაარსიდანაც და პრეტენზიებიდანაც, რომელიც წაყენებულია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.

„შემთხვევით, „ლელო“ ხომ არ არის ის პარტია, რომლის წევრიც ტერორიზმისთვის მსჯავრდებულია და არა თუ გაემიჯნა მას, თანამებრძოლს ეძახის. გაავლეთ ახლა პარალელი იგივე ესპანეთის შემთხვევასთან, როდესაც ტერორისტთან ახლოს მყოფობის გამო პარტია აიკრძალა. შემთხვევით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ არ იყო ის, რომელმაც დააორგანიზა 4 ოქტომბრის შტურმი 2025 წელს პრეზიდენტის სასახლეზე, შემთხვევით, ეს ძალადობა ხომ არ არის, რომელიც პარტიის ექსტრემისტულ ხასიათს აჩვენებს? გადახედეთ კოალიციას, რომელიც იგივე ექსტრემიზმშია ჩართული. ასე, რომ ფაქტები გვაქვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ 5 პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა გასულ კვირაში დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: თუ პარტია თავისი არსით ანტიქართულია, მაშინ მას პროევროპულობა არ შველის
შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება ომის თემას, მარტივი კითხვა გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბირთვის მიმართ, რომელიც ახლა სხვადასხვა პარტიაშია წარმოდგენილი, რატომ დაუჭირეს მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას და რა თქვეს ამით
CNN: დღეს საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების დროს თითქმის, 1000 ადამიანი დააკავეს
შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება კითხვას, რატომ ახლა და არა მანამდე, როგორც ერთ ფილმშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია ჩვენი სურვილები შეესაბამებოდეს ჩვენს შესაძლებლობებს
შალვა პაპუაშვილი: გარე ჩარევებში მტერი-მოყვარე არ არსებობს, გარე ჩარევა ყველა არის ცუდი
არქივი