დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ფოტოებს აქვეყნებს წარწერებით: „ჩემი მეგობარი“ და „მეგობრები“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ნოემბერი 2026, 10:59

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის ფოტოებს აქვეყნებს წარწერებით: „მეგობრები“ და „ჩემი მეგობარი“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპი ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩინელ და რუს კოლეგებს ჯერ ორმხრივად, შემდეგ კი სამმხრივ ფორმატში შეხვდა. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ მან რუსეთის პრეზიდენტს „მეგობარი“ უწოდა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სი ძინპინს უთხრა, რომ მისი მეგობარია და ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი