1
22 ნოემბერი 2026, 11:36
ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი არასრულწლოვანი, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. განმეორებითი კვლევები მათ ხვალ ჩაუტარდებათ.
რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთავსებულ კაცს, რომლის სახლშიც მოხდა აფეთქება, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა.
„ცვლილებების გარეშეა, ისევ უმძიმესად რჩება, მაგრამ სტაბილურობას ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |